სამართლიანი სათემო ვაჭრობა

ჩვენი პროგრამა წარმატებულია 1987 წლიდან.

ჩვენ მოვიპოვებთ მაღალი ხარისხის ეთიკურ ინგრედიენტებსა და აქსესუარებს ათასობით მწარმოებლის, ფერმერისა და ხელოსნისგან მთელ მსოფლიოში. გაიგე, როგორ იწვევს ეს პროგრამა რეალურ ცვლილებებს.

რა არის სამართლიანი სათემო ვაჭრობა?
რით განსხვავდება ეს პროგრამა სამართლიანი ვაჭრობისგან?
ჩვენი სამართლიანი სათემო ვაჭრობის პროგრამა

ჩვენი გლობალური სამართლიანი სათემო ვაჭრობის პროგრამა

ჩვენ ვეძებთ ექსპერტ მწარმოებლებს, სოფლის მეურნეობის კოოპერატივებსა და ტრადიციულ ხელოსნებს, რომლებიც თავიანთი დარგის სპეციალისტები არიან. ჩვენ ვმუშაობთ მსოფლიოს ათასობით მწარმოებელთან და პროგრამას რეალური სარგებელი მოაქვს მათი ფართო თემებისთვის. გაეცანი ჩვენი მომწოდებლების რუკას და გაიგე, საიდან მოვიპოვებთ ჩვენს ინგრედიენტებსა და აქსესუარებს.

რას ნიშნავს სამართლიანი სათემო ვაჭრობა შენთვის

წარმატების ისტორიები

ჩვენ ვამაყობთ, რომ ამ პროგრამის მეშვეობით, წლების განმავლობაში, ფართო ეკონომიკურ და სოციალურ მასშტაბებს მივაღწიეთ. ჩვენ ვმუშაობთ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს. ჩვენი ვაჭრობისგან მიღებულმა შემოსავალმა და ინვესტიციებმა თემებს საშუალება მისცა განევითარებინათ ზოგიერთი მართლაც ინოვაციური და გავლენიანი გარე პროექტი.

შიას კარაქი განადან

შიას კარაქი განადან

ფინანსური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა განელი ქალებისთვის

სამართლიანი სათემო ვაჭრობის ფარგლებში, შიას კარაქს 1994 წლიდან მოვიპოვებთ ჩრდილოეთ განაში არსებული ქალთა ასოციაცია Tungteiya-სგან. 11 სოფელში მცხოვრები 640 ქალი საკუთარი ხელით ამზადებს შიას კარაქს - ტრადიციული ტექნიკის 18-ეტაპიანი პროცესის გამოყენებით. ამ ტექნიკას დედები თაობების განმავლობაში გადასცემენ თავიანთ ქალიშვილებს.

სამართლიანი ანაზღაურების მიღება ქალების აძლევს დამოუკიდებელ შემოსავალს და ასევე ზრდის მათ მიმართ პატივისცემას თემის მხრიდან. ჩვენ ასევე ვაფინანსებთ სათემო პროექტებს, რომლებიც დადებითად ცვლის 11 სოფელში მცხოვრები 49,000 ადამიანის ცხოვრებას. გრძელვადიანმა ინვესტიციებმა თემს საშუალება მისცა, აეშენებინა 7 სკოლა, რომლებიც ყოველწლიურად დაახლოებით 1200 მოსწავლეს იღებს. თემი ასევე უზრუნველყოფილია უსაფრთხო წყლითა და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებებით.

სასაჩუქრე ქაღალდი და ყუთები ნეპალიდან

სასაჩუქრე ქაღალდი და ყუთები ნეპალიდან

განათლება და ახალი ინიციატივები

ჩვენი საჩუქრების შესაფუთად ვიყენებთ მდგრად ქაღალდს, რომელიც დამზადებულია კატმანდუში (ნეპალი) ,,ქაღალდის ინდუსტრიის’’ შუამავლობით. ჩვენ ვამაყობთ, რომ 1989 წლიდან ვმუშაობთ ამ ორგანიზაციასთან. ჩვენი პროფესიონალი ხელოსნები ქაღალდის შესაქმნელად იყენებენ ნარჩენებსა და ისეთ გადამუშავებულ მასალებს, როგორიცაა ბამბის ნაწილები და ბანანის ხის ღეროები. ამ სფეროში დასაქმებულია ბევრი ქალი, ანაზღეურება კი ყველას სამართლიანი და შესაბამისი აქვს. ,,ქაღალდის ინდუსტრია’’ ასევე ეხმარება სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ბავშვების სკოლაში გაგზავნასა და გოგონების განათლების დონეს ამაღლებას სტიპენდირებული კამპანიით - „გააგზავნე შენი ქალიშვილები სკოლაში“.

ბოლო წლებია, ,,ქაღალდის ინდუსტრიამ’’ წამოიწყო ინიციატივები ადამიანებით ვაჭრობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით და ადგილობრივ სოფლებში მცხოვრებ გოგონებს შესაბამის ინფორმაციას აწვდის. პროექტის ფარგლებში, ეწყობა ეროვნული სასკოლო ესეების კონკურსები ადამიანებით ვაჭრობის თემაზე.

გადამუშავებული პლასტმასა ინდოეთიდან

გადამუშავებული პლასტმასა ინდოეთიდან

პლასტმასას კრიზისის დაძლევა განსხვავებული გზით

მსოფლიოში დაახლოებით 3 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს ნარჩენების ოფიციალური მართვის გარეშე - ეს პლანეტის მოსახლეობის თითქმის ნახევარია. ამან შექმნა დაახლოებით 1,5 მილიონი „ნარჩენების შემგროვებელი“ უცნობი გმირი, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ თავიანთი ქალაქის ქუჩების გასასუფთავებლად ამ არაფორმალურ სექტორში. ნარჩენების შემგროვებლები ძირითადად შედგებიან „დალიტებისგან“ (ითარგმნება როგორც „ხელშეუხებელი“) - ეს არის ყველაზე დაბალი სოციალური ჯგუფი ინდოეთის კასტის სისტემაში, რაც ნიშნავს, რომ ისინი დაუცველები არიან დისკრიმინაციის, ექსპლუატაციისა და ცუდი სამუშაო პირობების მიმართ.

2019 წელს ჩვენ სამართლიანი სათემო ვაჭრობის ფარგლებში, პარტნიორობა დავიწყეთ ორგანიზაციასთან ,,პლასტმასა ცვლილებებისთვის’’, რათა შეგვეძინა გადამუშავებული პლასტმასა ინდოეთში მცხოვრები ნარჩენების შემგროვებლებისგან და ის ჩვენი პლასტმასას შეფუთვებში გამოგვეყენებინა. ჩვენი ვაჭრობა უზრუნველყოფს სამართლიან ანაზღაურებას ამ ექსპლუატაციურ ინდუსტრიაში, რაც სასიცოცხლოს მნიშვნელოვან სტაბილურობას აძლევს ნარჩენების შემგროვებლებს. ინიციატივამ 2019 წელს მოიგო ეთიკური კორპორაციის ჯილდო „Plastics Innovation Award“ და აღიარებული იქნა ინდუსტრიაში დანერგილი უნიკალური მიდგომისთვის, რაც ეხება პლასტმასას კრიზისის დაძლევას როგორც გარემოსდაცვითი, ისე ადამიანური მიმართულებით.

ჩვენი ვალდებულება მომწოდებლებთან

ჩვენი ძირითადი პრინციპები

სამართლიანი ანაზღაურება

ეს დგინდება მწარმოებლებთან კონსულტაციებითა და პერიოდულად ხდება მათი გადახედვა. თითოეული მიწოდების ჯაჭვი უნიკალურია. ჩვენ მივყვებით დადგენილი სამართლიანი ანაზღაურების სტანდარტს, ან თუ ეს არ არსებობს, ჩვენ ვავითარებთ აღნიშნულ მოდელს, რომელიც მორგებულია მიწოდების სპეციფიკაზე.

სათემო პროექტები

საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მხარს ვუჭერთ სათემო პროექტებს ფონდების შექმნის ან პირდაპირი ინვესტიციების მეშვეობით.

ხელსაყრელი სავაჭრო პირობები

მწარმოებელთა ჯგუფები ხელსაყრელ სავაჭრო პირობებს იღებენ. მაგალითად, საჭიროების შემთხვევაში, ადრეულად იღებენ ანაზღაურებას.

უშუალო მომწოდებლის მხარდაჭერა

ჩვენ მიზანია უზრუნველვყოთ სათანადო მხარდაჭერა ან ტრენინგი. ეს შეიძლება იყოს ,,ბოდი შოპის’’ პერსონალის პირდაპირი ჩართულობა ან ისეთი გარე დაინტერესებული მხარეების მონაწილეობა, როგორიცაა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.

სავაჭრო ვალდებულება

ჩვენ გთავაზობთ პროგნოზებს, რათა მწარმოებელთა ჯგუფებს მივცეთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები წარმოების დონისა და ბიზნეს დაგეგმვის შესახებ.

ინგრედიენტების მიწოდების დეფიციტის მართვა

მარგინალიზებულ თემებში მიწოდების ჯაჭვების განვითარება და შენარჩუნება რთული, გრძელვადიანი საქმიანობაა. დროდადრო ჩვენ გვიწევს გავუმკლავდეთ ნედლეულის დეფიციტს. იმისათვის, რომ დავაკმაყოფილოთ მომხმარებელთა მოთხოვნა გარკვეულ პროდუქტებზე, ზოგჯერ ჩვენი სამართლიანი სათემო ვაჭრობის ნაწარმს სხვა წყაროების ინგრედიენტებთან ვურევთ, რათა გამოვრიცხოთ დეფიციტი. ვინაიდან ჩვენი სამართლიანი სათემო ვაჭრობის პროგრამა და პარტნიორული ურთიერთობები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველთვის ვცდილობთ დავიცვათ მუდმივი მოთხოვნა შესაბამის ინგრედიენტებზე. ამით, ჩვენ ვმუშაობთ შიდა სტანდარტების საოპერაციო პროცედურებზეც (რეგულირდება ჩვენი მდგრადი წყაროების ქარტიითა და მისი პრინციპებით), რათა უზრუნველვყოთ სწრაფი გადაწყვეტები საზოგადოებაზე მინიმალური ზემოქმედებით.

გასვლის რბილი სტრატეგია

იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვჭირდება ვაჭრობის შეწყვეტა სამართლიანი სათემო ვაჭრობის მომწოდებელთან, ჩვენ პროდუქტის ბოლო შეკვეთის შესახებ ვატყობინებთ მინიმუმ 12 თვით ადრე. ჩვენ განვიხილავთ გზებს უარყოფითი გავლენის მაქსიმალურად შემცირებისთვის და ერთობლივად შევქმნით „გასვლის სტრატეგიებს“, რათა დავეხმაროთ მათ მომავლის დაგეგმვაში.

რა არის ეთიკური ვაჭრობა?

ჩვენი მდგრადი შესყიდვების პროგრამა

ჩვენ გვჯერა ბიზნესის, როგორც სიკეთის ძალის, და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გავაძლიეროთ ადამიანები და პლანეტა. ეს არის ჩვენი მდგრადი შესყიდვების პროგრამის საფუძველი. გვჯერა, რომ ჩვენი მიწოდების ჯაჭვის ყველა თანამშრომელი თავისუფალი უნდა იყოს ექსპლუატაციისა და დისკრიმინაციისგან და ისარგებლოს თავისუფლების, უსაფრთხოებისა და თანასწორობის პირობებით.

ჩვენ ვვაჭრობთ მხოლოდ იმ მომწოდებლებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ჩვენს სტანდარტებს და არ ამყოფებენ მუშებს ექსპლუატაციის პირობებში. ჩვენ ვთხოვთ ყველა ჩვენს მომწოდებელს, ხელი მოაწერონ ქცევის კოდექსს, რათა იცოდნენ, რომ თავადაც ოფიციალურად იღებენ შემდეგი სფეროების დაცვის ვალდებულებას:

  • ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
  • უსაფრთხო და ჰიგიენური სამუშაო პირობები
  • ბავშვთა შრომის არარსებობა
  • საარსებო მინიმუმი
  • სამუშაო საათები, რომლებიც არ არის გადაჭარბებული
  • დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემო
  • რეგულარული დასაქმების უზრუნველყოფა
  • ადამიანების მიმართ პატივისცემა
ჩვენი ეთიკური ვაჭრობის ისტორია
თანამედროვე მონობა