სათემო ვაჭრობა: გადამუშავებული პლასტმასა

ჩვენ გვაქვს პლასტმასას კრიზისის დაძლევის განსხვავებული გზა. გაიგე, როგორ ვიბრძვით ადამიანებისა და პლანეტისთვის ინდოეთში შეგროვებული პლასტმასას დახმარებით. ჩვენი ვაჭრობა ეხმარება ნარჩენების შემგროვებლებს - ჰქონდეთ სანიტარული სამუშაო პირობები, სამართლიანი ანაზღაურება და სათანადო პატივისცემა.

ნარჩენების შემგროვებლის ნამუშევარი
რამდენად პრობლემურია პლასტმასა?

როგორ მოქმედებს პლასტმასას ნარჩენები ადამიანებზე?

3 მილიარდი ადამიანი

3 მილიარდი ადამიანი

პლანეტაზე 3 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს ისეთ ქვეტანაში, სადაც ნარჩენების მართვა არ ხდება - ეს კი მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარია.

ნარჩენების 1,5 მილიონი შემგროვებელი

ნარჩენების 1,5 მილიონი შემგროვებელი

მხოლოდ ინდოეთში 1,5 მილიონი „ნარჩენების შემგროვებელი“ ცხოვრობს, რომლებიც მუშაობენ არაფორმალურ სექტორში, რათა თავიანთი ქუჩები და ქალაქები გაასუფთაონ.

პლასტმასას ფასების ცვალებადობა

პლასტმასას ფასების ცვალებადობა

2015 წელს შეგროვებულ პლასტმასაზე მიღებული ფასი 60%-ით დაეცა. ბოლო დროს კი ფასი კიდევ უფრო შემცირდა.

ნარჩენების შემგროვებლების დაუცველობა

ნარჩენების შემგროვებლების დაუცველობა

„ნარჩენების შემგროვებლები“ ხშირად უმკლავდებიან პოლიციის მხრიდან შევიწროებას, მუდმივად უწევთ გადაადგილებ, არ აქვთ წვდომა ჯანმრთელობისა და ფინანსური სერვისების მიმართ. დროა გავაძლიეროთ და დავაფასოთ ისინი.

*60%-იანი ფასის ვარდნის მონაცემები მოწოდებულია ,,პლასტმასა ცვლილებებისთვის“ კვლევის საფუძველზე.

გაიცანი დოლი

როგორ ვაპირებთ დახმარებას?

ხალხის გაძლიერება გადამუშავებული პლასტმასას ვაჭრობით

სად ვყიდულობთ ჩვენს პლასტმასას?

გაიცანი ჩვენს სათემო სავაჭრო პარტნიორი - ,,პლასტმასა ცვლილებისთვის“

გაიცანი ადამიანები, რომლებიც ჩვენს პარტნიორობას შესაძლებელს ხდიან

გაიცანი ანამა
გაიცანი კრიშნა

როგორ გამოვიყენებთ ჩვენ მიერ შეძენილ გადამუშავებულ პლასტმასას?

ჩვენ დავიწყეთ გადამუშავებული პლასტმასას გამოყენება შამპუნისა და კონდიციონერის 250 მილიგრამიან შეფუთვებში.***

მას შემდეგ, რაც ჩვენი პლასტმასა შეგროვდება, ის ხარისხდება ნარჩენების სეგრეგაციის ცენტრებში, იწმინდება, იკუმშება და ტრანსპორტირდება ევროპაში, სადაც ხდება მისი გარდაქმნა, მკაცრად გაწმენდა და სტერილიზაცია. შედეგად მიღებული ფისოვანი მასა შესაბამისობაში მოდის საკვების ხარისხის სტანდარტებთან, რაც შემდეგ გარდაიქმნება გრანულებად და მუშავდება ჩვენუ ბოთლების სახით. მომავალში, ჩვენ გვინდა ვიყიდოთ კიდევ უფრო მეტი პლასტმასა ჩვენი პარტნიორებისგან, რათა ის მეტ შეფუთვაში გამოვიყენოთ.

წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, ეს მხოლოდ დასაწყისია ჩვენი სავაჭრო პარტნიორობისა და პლასტმასას კრიზისის დაძლევის მიზნით.

პლასტმასას გადამუშავება დიდ ბრიტანეთში

როგორ ემთხვევა თქვენი ტერიტორია?

ასევე შეიძლება დაგაინტერესოს...