ჩვენი ბრენდის მიზანი

ჩვენ ვართ ბრენდი, რომელსაც ბევრი აქვს სათქმელი.

ჩვენი მიზანი

ჩვენ ვარსებობთ იმისათვის, რომ ვიბრძოლოთ უფრო სამართლიანი, უფრო ლამაზი სამყაროსთვის

ჩვენი რწმენები

ბიზნესი შეიძლება იყოს სიკეთის ძალა.
ყველა ლამაზია.
ბრძოლა ქალებისა და გოგოების გაძლიერებისთვის.

ჩვენი მანიფესტი

ჩვენ ბევრი გვაქვს სათქმელი, მაგრამ ,,ბოდი შოპის’’ ძირითადი ფუნდამენტი ჩვენი მანიფესტია. წაიკითხე და დაიმახსოვრე ის. დაწერე შენს კედელზე, შენს სხეულზე და გაუგზავნე შენს მეგობრებს. ეს ყველა ჩვენგანისთვისაა.

შენი სხეული სამუდამოდ შენ გეკუთვნის.

ის შენთვის ბევრს მუშაობს.

ასე რომ, იზრუნე მასზე.

ნედლი, ბუნებრივი და ძლიერი ინგრედიენტებით.

ეს სასწაულებს ახდენს შენი სხეულისთვის.

და სასწაულებს ახდენს მთელი მსოფლიოსთვის.

ჩვენ არასდროს ვტესტავთ პროდუქციას ცხოველებზე.

ჩვენ ვიყენებთ ვეგანურ ინგრედიენტებს, როცა ეს შესაძლებელია.

ჩვენ ვართ ჩემპიონები ეთიკური ნაწარმის მოპოვებაში

და ჩვენს ბრძოლაში უფრო სამართლიანი და ლამაზი სამყაროსთვის.

ჩვენ ყოველთვის გავაძლიერებთ ქალებსა და გოგოებს.

ჩვენ არაფერს მივცემთ ხელის შეშლის უფლებას ამ გზაზე,

არც რომელიმე კონვენციას. არც არავის.

რადგან ახლა, ისე როგორც არასდროს,

მსოფლიოს სჭირდება ძლიერი და თავდაჯერებული სხეულები.

ასე რომ, მოდი, ვიბრძოლოთ იმისთვის, რისიც გვჯერა.

მოდი, ვიზრუნოთ ჩვენს სხეულებზე.

და ვიზრუნოთ სამყაროზე.

ავიწიოთ სახელურები და…

შევუდგეთ საქმეს.