,,ბოდი შოპის’’ ისტორია

კეთილი იყოს შენი მობრძანება ,,ბოდი შოპში’’

ჩვენი ამბავი ინგლისში, ბრაიტონში დაიწყო, 1976 წელს. ჩვენს დამფუძნებელს, ანიტა როდიკს, სწამდა რევოლუციური იდეის: ბიზნესით შესაძლებელია კარგი საქმეების კეთებაც. მისი ამ რწმენის თანახმად, ჩვენ ვარღვევთ არსებულ წესებს, არასდროს ვაჟღერებთ ყალბ იდეებს და ვქმნით ცვლილებებს უკვე 40 წელია.

“ბიზნესი აყალიბებს სამყაროს. მას აქვს ძალა, შეცვალოს საზოგადოება ყველა შესაძლო გზით.”

ანიტა როდრიკი

,,ბოდი შოპის’’ დამფუძნებელი



მეტი, ვიდრე კოსმეტიკური კომპანია

1976 წელს პირველად გაიხსნა ,,ბოდი შოპის’’ პატარა მწვანე მაღაზია ინგლისის ქალაქ ბრაიტონის ქუჩებში. კომპანიის მიდგომა სილამაზისადმი რადიკალურად განსხვავდებოდა ინდუსტრიის დიდი მოთამაშეებისგან. მთავარი განმასხვავებელი იყო ეთიკურად, ბუნებრივი გზით მოპოვებული ინგრედიენტები მთელი მსოფლიოდან, რომელთა შეფუთვის ხელახლა შევსებაც მარტივად შეიძლებოდა. ჩვენი პროდუქტები და სილამაზის რუტინები შექმნილია ყველა სხეულისთვის და მათი მიზანია, თავი ყველამ უნიკალურად იგრძნოს.

“სოციალური და გარემოსდაცვითი მოტივები კომპანიის მთავარი ფუნდამენტია. ეს არ არის ჩვენი პირველი ან ბოლო მიზანი, ეს უწყვეტი ნაწილია იმ ყველაფრის, რასაც ვაკეთებთ.”

ანიტა როდრიკი

,,ბოდი შოპის’’ დამფუძნებელი

სოციალური ცვლილებების პიონერები

40 წლის წინ, ასეთი მიდგომა დროს უსწრებდა. ანიტას პლანეტისადმი სიყვარულის წყალობით, ,,ბოდი შოპი’’ ყოველთვის უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ სილამაზის ბრენდი. მას მიზნად ჰქონდა მოგება და ამავე დროს პრინციპების დაცვა. ჩვენი პროდუქცია არასოდეს ყოფილა დატესტილი ცხოველებზე. ჩვენ ვთანამშრომლობდით ფერმერებთან და მომწოდებლებთან, რითაც დავეხმარეთ თემებს განვითარებაში - ამაში დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი სამართლიანი სათემო ვაჭრობის პროგრამამ. დღეს უფრო და უფრო მეტი ბრენდი მიჰყვება ჩვენს კვალს, რაც ძალიან გვახარებს.

“სილამაზე არის აქტიური, გარეგანი გამოხატულება იმისა, რაც მოგწონს საკუთარ თავში.”

ანიტა როდრიკი

,,ბოდი შოპის’’ დამფუძნებელი



სილამაზის ხელახალი განსაზღვრა
ქალების და გოგონების გაძლიერება
ბიზნესი, როგორც სიკეთის ძალა