ბრძოლა ქალებისა და გოგონების გაძლიერებისთვის

ჩვენ ფემინისტური ბრენდი ვართ. თანასწორობისთვის ბრძოლა ჩვენს დნმ-შია.

ჩვენ 1976 წლიდან ვიცავთ თანასწორობას. ჩვენი ფემინისტური პრინციპები მოიცავს ყველა ადამიანზე ზრუნვას და ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ თანასწორობა ყველასთვის სარგებლის მომტანია. ჩვენი აქტივიზმის მეშვეობით ვაწარმოებთ კამპანიას, რათა მსოფლიო სამართლიანი და უსაფრთხო ადგილი გავხადოთ ქალებისა და გოგონებისთვის. ამას ვაკეთებთ შესაბამისი პარტნიორული ურთიერთობებით, რომლებიც წლებია ეფექტიანად მუშაობს; გაეცანი ჩვენს პროექტებს და გაიგე, როგორ შეგიძლია შეიტანო წვლილი ქალების გაძლიერებაში მსოფლიოს მასშტაბით.

ჩვენი დაპირება

ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ანიტას ბრძოლა ქალებისა და გოგონების გაძლიერებისთვის მსოფლიოს მასშტაბით. თანასწორობა სარგებელს მოუტანს მთელ საზოგადოებას. როდესაც ქალებს აქვთ თანაბარი უფლებები და განათლება, ეს ყველასთვის უკეთესია. ეს სახელმძღვანელო პრინციპები არის ჩვენი ჩრდილოეთის ვარსკვლავი და ჩვენი დაპირება მომავალი თაობებისთვის.

ჩვენ ვიბრძვით გენდერებს შორის უფლებებისა და შესაძლებლობების თანასწორობისთვის, რათა გავაძლიეროთ ქალები და გოგოები.
ჩვენ ვაშუქებთ იმ საკითხებს, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანია თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობებისთვის.
ჩვენ ვიყენებთ ჩვენს პლატფორმას, რათა გავაძლიეროთ ქალი ლიდერები, მათი ხმა და წავახალისოთ მათი მუშაობა, ვინც იბრძვის უფრო თანაბარი და სამართლიანი სამყაროსთვის.
ჩვენ ვქმნით პროდუქტებს და გამოცდილებას, რომლებიცმოგიწოდებენ საკუთარი თავის სიყვარულისა და სხეულის მიღებისკენ და უარყოფენ სილამაზის სტანდარტებს.

თანასწორობისთვის შექმნილი კამპანიის ისტორია

2003
შეაჩერე ოჯახში ძალადობა

2003 წელს ჩვენ დავიწყეთ ოჯახში ძალადობის შესაჩერებელი კამპანია. მისი მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება და სახსრების მოზიდვა ადგილობრივი პარტნიორების მხარდასაჭერად, რომლებიც ეხმარებოდნენ ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებულებს, მათ შორის, გადარჩენილ ბავშვებს. ისინი ასევე თანამშრომლობდნენ მთავრობებთან შესაბამისი კანონმდებლობის მიღების მიზნით.

2009-2012
შეაჩერე ბავშვებისა და ახალგაზრდების ტრეფიკინგი

ჩვენ 2009 წელს ECPAT International-თან ერთად დავიწყეთ ბავშვებისა და ახალგაზრდების ტრეფიკინგთან ბრძოლის კამპანია. ამან უპრეცედენტო მასშტაბის ცვლილებები გამოიწვია: შეაგროვა 7 მილიონზე მეტი ხელმოწერა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და მსოფლიოს 24 ქვეყანაში ახალი კანონმდებლობის მიღების ვალდებულება განაპირობა.

2011
შიას გლობალური ალიანსი

ჩვენი შია დამზადებულია განაში მცხოვრები ქალების მიერ, სადაც ეს ტექნიკა თაობებს გადაეცემა. ჩვენი სამართლიანი სათემო ვაჭრობის პარტნიორობა უზრუნველყოფს ქალების სამართლიან ანაზღაურებას მათი შრომისთვის. თუმცა, დიდი რაოდენობით შიას ექსპორტი კვლავ მცირე სარგებელის მიღებით ხდება. 2011 წელს ჩვენ შევკრიბეთ დაინტერესებული მხარეები შიას გლობალური ალიანსის შესაქმნელად. მთავარი მიზნებია: შიას წარმოების გაუმჯობესება, ბაზრის გაზრდა და მიწოდების ჯაჭვის ბოლოში მყოფი ქალებისთვის მეტი სარგებლის მოტანა. მდგრადობის პრინციპები ადგენს, თუ როგორ უნდა მუშაობდნენ შიას შემგროვებლები, გადამამუშავებლები, ექსპორტიორები და ბრენდები, რომლებიც იყენებენ შიას.

2019
დაისახე დიდი ოცნებები

2019 ჩვენ Plan International-თან პარტნიორობით, ვმუშაობდით ბრაზილიასა და ინდოეთში მცხოვრები ქალებისა და გოგონებისთვის, რათა მათ ჰქონოდათ საჭირო ინსტრუმენტები წარმატების მისაღწევას და ოცნებების ასახდენად. სამწუხაროდ, ამ ქვეყნებში ბევრ გოგონას არ აქვს წვდომა სათანადო განათლებასა და სამუშაო პირობებზე. ჩვენმა კამპანიამ მხარი დაუჭირა 18 თვიან პროგრამას, რომელიც ახალგაზრდა ქალებს პროფესიული ტრენინგებით უზრუნველყოფდა და აძლიერებდა მათ უნარებს, წამოეწყოთ საკუთარი ბიზნესის ან მოეძებნათ კარგი, უსაფრთხო სამუშაო ადგილი. ჩვენ ვეხმარებით 1500 ახალგაზრდა ქალს ამ პროგრამის მეშვეობით.

2019
მენსტრუალური პროდუქტების ხელმისაწვდომობა

მენსტრუალური პროდუქტები არ უნდა იყოს ფუფუნების საგანი, მაგრამ ბევრ ქალს ჯერ კიდევ არ შეუძლია მათი შეძენა. 2019 წელს ჩვენ გავერთიანდით Bloody Good Period-თან, საქველმოქმედო პროექტთან, რომელიც თავშესაფრის მაძიებლებს, ლტოლვილებსა და სიღარიბეში მცხოვრებ ქალებს მენსტრუალური მარაგით უზრუნველყოფს. გაბი ედლინმა დააარსა Bloody Good Period, როდესაც გააცნობიერა, რომ კვების ბანკები და მიწოდების ცენტრები საკმარის პროდუქტებს არ აწვდიდნენ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს სჭირდებოდათ. ჩვენ გამოვიყენეთ ,,ბოდი შოპის’’ ათასობით ფილიალი და ქსელი, რათა შეგვეგროვებინა მენსტრუალური პროდუქტები სიღარიბეში მყოფი ქალებისთვის და გადავეცით ისინი ადგილობრივ ორგანიზაციებს: თავშესაფრებს, ცენტრებსა და ბანაკებს.

2019
პლასტმასა ცვლილებებისთვის

2019 წელს ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა ორგანიზაციასთან ,,პლასტმასა ცვლილებებისთვის’’, რათა შეგვექმნა ახალი სამართლიანი სათემო ვაჭრობის პარტნიორობა. ჩვენ ვიყიდეთ მეორადი პლასტმასა ბენგალურუდან (ინდოეთი), სადაც ნარჩენების შეგროვებაზე ხშირად მუშაობენ ე.წ. „დალიტები“ - ინდოეთის კასტის სისტემის ყველაზე დაბალი წევრები, რომლებიც დაუცველები არიან დისკრიმინაციისა და ცუდი სამუშაო პირობების მიმართ. ,,პლასტმასა ცვლილებებისთვის’’ ასევე ეხმარება ქალებს დასაქმებაში. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანია ანამა, რომელიც ბავშვობიდან ნარჩენების შემგროვებელი იყო და ახლა მშრალი ნარჩენების შეგროვების ცენტრს მართავს, მას დასაქმებული ჰყავს რამდენიმე ადამიანი და ეხმარება თავის ქალიშვილს პლასტმასას ინჟინერიის კურსის შესწავლაში.

2020
დახმარება უსაფრთხო იზოლაციაში

2020 წელს COVID-19 პანდემიის დროს ბევრმა ქვეყანამ აღნიშნა ოჯახში ძალადობის მკვეთრი და შოკისმომგვრელი ზრდა. როდესაც მსოფლიოს უმეტესი ნაწილი ჩაიკეტა, ბევრი ქალი, მამაკაცი და ბავშვი აღმოჩნდა სახლში მოძალადეებთან ერთად იზოლირებული, თან ისე, რომ მეგობრებისა და ოჯახისგანაც ვერ იღებდნენ დახმარებას. ჩვენ დავიწყეთ კამპანია #IsolatedNotAlone და ვთანამშრომლობთ გლობალურ საქველმოქმედო ორგანიზაციასთან NO MORE, რომელიც ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ იბრძვის.
სამართლიანი სათემო ვაჭრობა: ბრძოლა სამართლიანობისთვის
ფინანსური დამოუკიდებლობა განელი ქალებისთვის
განათლების ხელშეწყობა და ახალი ინიციატივები

დამოუკიდებლობა და ზრდადი კარიერა სახლიდან

ანიტა როდიკმა 1994 წელს შექმნა პროგრამა: The Body Shop At Home™ - ,,ბოდი შოპი’’ სახლში’’. ეს იყო ხელმისაწვდომი გზა ქალებისთვის, რათა მათ შეესრულებინათ გარკვეული ვალდებულებები სახლში და თან ეკონტროლებინათ თავიანთი შემოსავალი. პროგრამა 25 წელზე მეტია აძლიერებს ქალებს, აძლევს მათ ფინანსურ დამოუკიდებლობას და პროფესიულ მოქნილობას, ასევე ქმნის მძლავრ სოციალურ ქსელსა და საზოგადოებას.

ჯულის ისტორია

ჯულის ისტორია

„რამდენიმე წლის წინ ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. მე მძიმე ავადმყოფობა დავამარცხე, რის შემდეგაც გადავწყვიტე დამეტოვებინა ჩემი სტრესული კორპორატიული სამსახური. მალევე მოვხვდი The Body Shop At Home™-ის წვეულებაზე. კონსულტანტთან საუბრისას გავიაზრე, რომ ეს შესაძლებლობას მომცემდა შემესრულებინა საქმე, მაგრამ ასევე გავატარებდი დროს ოჯახთან ერთად. იმდენად მომეწონა ეს აზრი, რომ გადავწყვიტე კონცენტრირება მომეხდინა კარიერის გაგრძელებასა და საკუთარი გუნდის შექმნაზე. მას შემდეგ დავწინაურდი და ახლა უკვე სხვა მენეჯერებსაც ვაძლიერებ. ეს ბიზნესი გასაოცარია და შრომის მოყვარულ ადამიანებს უდიდეს, შესაძლებლობას აძლევს!”

ჯული ფოსტერი

არეალის უფროსი მენეჯერი

ნიკოლას ისტორია

ნიკოლას ისტორია

„როდესაც ვესწრებოდი The Body Shop At Home™-ის წვეულებას, ახალ სამსახურს არ ვეძებდი, რადგან მყავდა 2 მცირეწლოვანი შვილი. მაგრამ ეს ისეთი სახალისო იყო, უეცრად წარმოვიდგინე, რა კარგად ჯდებოდა კონსულტანტის როლი ჩემს ოჯახურ ცხოვრებაში, თანაც პროფესიული გაზრდის პოტენციალით. ასე რომ, როდესაც ჩემი დეკრეტული შვებულება დასრულდა, ნაცვლად ძველ, სრულ განაკვეთიან სამსახურში დაბრუნებისა, გადავწყვიტე კონსულტანტობა მეცადა და საკუთარი ბიზნესი განმევითარებინა. ძალიან მომწონს ეს მოქნილობა და შემოსავლის მუდმივი ზრდა, რაც ჩემზეა დამოკიდებული. მე ვასწრებ სახლის საქმეებს, რადგან თავად ვირჩევ ჩემს სამუშაო საათებს. ყველას ვურჩევ ამ სამუშაოს, რადგან არასდროს იცი, რისი მიღწევა შეგიძლია! გაიგე მეტი იმის შესახებ, თუ როგორ შეცვალა ჩვენმა საკონსულტაციო პროგრამამ ბევრი ქალის ცხოვრება და როგორ შეგიძლია ჩაერთო მასში.”

ნიკოლა მარტინი

აღმასრულებელი მენეჯერი