ცვლილებები პლანეტისთვის

“ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ შეგვიძლია ცვლილებების შექმნა. ჩვენ გვჭირდება ბიზნესები, რომლებიც პატივს სცემს და მხარს უჭერს თემებსა და ოჯახებს. ჩვენ გვჭირდება ბიზნესი, რომელიც ზრუნავს გარემოზე.”

ანიტა როდიკი

,,ბოდი შოპის’’ დამფუძნებელი

ჩვენ გვჯერა, რომ არსებობს უფრო ეფექტიანი გზა ცხოვრებისთვის

გზა, რომელიც სარგებელს მოუტანს მთელ პლანეტას და მის ეკოსისტემას.

და ჩვენ გვჯერა, რომ სილამაზის ინდუსტრია შეიძლება იყოს ამ გზის წამყვანი ნაწილი, სხვადასხვა ტიპის დაბინძურებასთან ბრძოლის გზით.

ეს არის საინტერესო თავგადასავალი, სადაც ჩვენ არ ვართ სრულყოფილები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ გვსურს დადებითი ცვლილებების შექმნა გარემოსთვის.

ეს აუცილებელია.

სწორედ ამიტომ ვართ ჩართულები სხვადასხვა პროგრამაში, ამიტომ გვყავს ბევრი პარტნიორი, რომ ერთად შევქმნათ ცვლილებები და ვიამაყოთ შედეგით.

პლასტიკური დაბინძურების მინიმუმამდე შემცირება

შევსება. ხელახლა გამოყენება. გამეორება

შევსება. ხელახლა გამოყენება. გამეორება

ეს პრაქტიკა ხელს უწყობს პლასტმასის ნარჩენების შემცირებას.

პატარა არჩევანის გაკეთებით, დიდი ეფექტის მოხდენა შეგვიძლია. უფრო ხშირად ეს არის პირადი მოქმედების მიკრო-მომენტები, რომლებიც საბოლოო ჯამში ქმნიან მხიარულ, პოზიტიურ და შეუჩერებელ იმპულსს.

ჩვენი შევსების პროგრამა სწორედ ეს არის. ეს ძლიერი ინიციატივა მთლიანად აგებულია წვრილმან ქმედებებზე, რომელიც შეგიძლიათ შეასრულოთ ყოველდღე.

ჩვენი 12 ყველაზე საყვარელი პროდუქტი უკვე შევსებად შეფუთვაშია.

ჩვენ უკვე შევქმენით შევსების 718 სადგური 40 ქვეყანაში.

და 2021 წლის აპრილიდან 2022 წლის დეკემბრამდე ჩვენ დავზოგეთ მხოლოდ 15,1 ტონა პლასტმასა… და ჩვენ ჯერ კიდევ ვითვლით!

სულ 3 ნაბიჯია ამისთვის საჭირო: შევსება. ხელახლა გამოყენება. გამეორება.

სამართლიანი სათემო ვაჭრობა

სამართლიანი სათემო ვაჭრობა

ეს ხელს უწყობს სიღარიბის შემცირებას პლასტმასას გადამუშავების გზით.

ჩვენ ვთანამშრომლობთ ორგანიზაციასთან - ,,პლასტმასა ცვლილებებისთვის’’. ის ეხმარება ნარჩენების შემგროვებლებს ინდოეთში, რათა მათ იმუშაონ უკეთეს სანიტარულ პირობებში, მიიღონ სამართლიანი ანაზღაურება და პატივისცემა.

ჩვენ ვამუშავებთ მათ მიერ შეგროვებული პლასტმასას ნარჩენებს და შემდეგ მათ 250 მილიგრამიანი შამპუნისა და კონდიციონერის ბოთლების სახით შეხვდებით.*

გსურს გაიგო მეტი პლასტმასას დაბინძურებაზე? წაიკითხე, როგორ ვებრძვით კრიზისს და ვქმნით სოციალურ ცვლილებებს.

*ჩვენი 250 მილიგრამიანი შამპუნისა და კონდიციონერის ყველა ბოთლი დამზადებულია 100%-ით გადამუშავებული პლასტმასასგან. 50% მიღებულია ,,პლასტმასა ცვლილებებისთვის’’ პროექტის ფარგლებში, დანარჩენი 50% კი - Bantam-დან.

დაბრუნება. გადამუშავება. გამეორება.

დაბრუნება. გადამუშავება. გამეორება.

ჩვენი ეს სქემა გადამუშავებად შეფუთვას აძლევს მეორე სიცოცხლეს. შენ შეგიძლია კონკრეტულ მაღაზიებში დააბრუნო გამოყენებული პროდუქციის შეფუთვები და ჩვენ გადავამუშავებთ მათ.

ჩვენ მაქსიმალურად ვზრდით გადამუშავებადი მასალების შემცველობას ჩვენს შეფუთვებში - ეს ეხება პლასტმასას, ალუმინს და მინას.

მიუხედავად იმისა, რომ სწორ გზაზე ვართ, წინ კიდევ ბევრი სამუშაოა - მაგალითად, ჯერ კიდევ გვაქვს გადაუმუშავებელი პლასტმასა ზოგიერთ პროდუქტში, რომლებსაც ეტაპობრივად ვხსნით წარმოებიდან.

კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა

პასუხისმგებლობა სიცოცხლისადმი

სიცოცხლის ციკლის შეფასება (სცშ)

ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც გაზომავს ჩვენს ზემოქმედებას გარემოზე და საშუალებას მოგვცემს, შევქმნათ ჩვენი პროდუქციის ეკოდიზაინი.

ჩვენ ვიწყებთ ამის განხორციელებას პროდუქციის მცირე რაოდენობაზე, რადგან გვსურს, გავიგოთ ჩვენი ფორმულების საერთო გავლენა პლანეტაზე.

პლანეტის დაცვა კი ჩვენი მუდმივი პრიორიტეტია.

ამის პარალელურად, ჩვენ აქტიურად ვცდილობთ შევცვალოთ ინგრედიენტები იმ ფორმულებში, რომლებიც ყველაზე უარყოფით გავლენას ახდენენ პლანეტაზე.

ბიოდეგრადირებადი ინგრედიენტების რაოდენობის გაზრდა ჩვენს ფორმულებში

ჩვენ გვჯერა, რომ პლანეტას პატივისცემით უნდა მოვექცეთ, ამიტომაც ვზრუნავთ ჩვენს შეფუთვაზე.

ჩვენი მიზანია, შეფუთვის ფორმულების 95% გახდეს ბიოდეგრადირებადი 2030 წლისთვის.

ასე რომ, ჩვენ ვზრდით ეფექტურობას და ასევე ვცდილობთ ჩვენი ინგრედიენტების კიდევ უფრო დიდი ნაწილის დაშლას.

ბიოდეგრადირებადი OECD 301

წიაღისეული ინგრედიენტების გამოყენების აღმოფხვრა

ჩვენ მინიმუმამდე ვამცირებთ არაგანახლებადი წიაღისეული ინგრედიენტების გამოყენებას ჩვენს ფორმულებში, რადგან გვსურს 95%-ით ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტების ჩართვა, რაც შეამცირებს გარემოსთვის მიყენებულ ზიანს.

ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გამოვიყენებთ 95%-ით ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებს კანისა და სხეულის მოვლისთვის, 90%-ით გამწმენდ ფორმულებში, ხოლო 80%-ით მაკიაჟში.

ჩვენ დიდ მოგზაურობაში ვართ

მაგრამ ერთი რამ ცხადია - ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, მიმართულია იმისკენ, რომ სამყარო გახდეს უფრო სამართლიანი და კიდევ უფრო ლამაზი.

და ეს რეალური ცვლილებები იქმნება შენთვის. ყველა ჩვენგანისთვის.

ასე რომ, ყოველი ინგრედიენტი, რომელსაც ვიყენებთ და ყოველი ახალი პროდუქტი, რომელსაც ვქმნით, ამ მიზანს ემსახურება. მათი ფუნქციაა იზრუნოს შენს სხეულზე უსაფრთხოებისა და ეთიკის დაცვით.

და ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ამ ღირებულებას.

ნებისმიერ ფასად.

ცვლილებების გამომწვევი სილამაზე
ცვლილებები საზოგადოებებისთვის