ცვლილებები შენთვის

“სილამაზე არის აქტიური, გარეგანი გამოხატულება იმისა, რაც მოგწონს საკუთარ თავში.”

ანიტა როდრიკი

,,ბოდი შოპის’’ დამფუძნებელი

გვსურს დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ყველა ახალი პროდუქტი მოგცემს იმას, რაც გჭირდება (იქნება ეს მშრალი კანის მოვლა, სკალპის დატენიანება, დაზიანებულ კანზე ზრუნვა, ტონალურის ზუსტად შერჩევა) და შენი კანი იქნება დატენიანებული და უფრო ელასტიური. ამისთვის ჩვენ გვაქვს უსაფრთხოებისა და ეთიკის კრიტერიუმების ნაკრები:

  • ჩვენი პრიორიტეტია ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტების გამოყენება, რომლებიც ბიოდეგრადირებადია, გამოყენებულია ბიოტექნოლოგიებსა და მწვანე ქიმიაში და მოპოვებულია ეთიკური და მდგრადი წყაროებიდან.
  • ჩვენ მცენარეებიდან ვირჩევთ ყველაზე ძლიერ აგენტებს და ყველაზე ძლიერ ბიოაქტიურ ნივთიერებებს
  • ჩვენ ვაგროვებთ ბიოაქტიურ ნივთიერებებს უმაღლესი ეფექტიანობის მისაღწევად.
  • ჩვენ ვატარებთ კვლევებს დერმატოლოგებთან, ტესტებს მომხმარებლებთან ან მოწინავე ინვიტრო პროცედურებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ყველა პროდუქტი იდეალურია კანისთვის.
  • ჩვენი პროდუქციის 100%-იანი სარგებელი მეცნიერულად არის დადასტურებული
  • ჩვენ არ ვაპირებთ უარის თქმას ეფექტიანობასა და ეთიკურობაზე. ასე რომ, არც შენ დაგჭირდება ეს.

ჩვენ ასევე ვრჩებით მეცნიერების მოწინავე ასპარეზზე, რათა მივაღწიოთ უსაფრთხოების ახალ სტანდარტებს.

ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს 1,835 აკრძალული ან შეზღუდული ინგრედიენტი. მათი უმრავლესობა კანონით რეგულირდება, მაგრამ ვგრძნობთ, რომ უფრო შორს უნდა წავიდეთ.

** და ჩვენ არასოდეს გამოვიყენებთ ამ 11 საეჭვო ინგრედიენტს:**
პარაბენები, მინერალური ზეთები, პეტროლატის წარმოებულები, ფორმალდეჰიდის დონორები, ციკლოზილოქსანები, ტრიკლოსანი, ფტალატები, ნატრიუმის ლაურილის სულფატი (SLS), კოკამიდი DEA, MEA & MIPA, მეთილისოთიაზოლინონი და გენმოდიფიცირებული ორგანიზმები.

ჩვენი თითოეული ფორმულა გამოკვლეულია ტოქსიკოლოგიის ექსპერტების მიერ და შემოწმებულია დერმატოლოგიურად ან ოფთალმოლოგიურად.

** ჩვენ გვაქვს კონტროლის 10 წერტილი ინგრედიენტებზე, ხოლო 18 - მზა პროდუქტებზე. ყველა მათგანი შექმნილია უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფით.**

საკუთარი თავის სიყვარულის ხელშეწყობა გონების, სხეულისა და სულისთვის

საკუთარი თავის სიყვარულის ხელშეწყობა გონების, სხეულისა და სულისთვის
მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა მნიშვნელოვანია